„უკვდავების გადაძახილი“ - „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ
„უკვდავების გადაძახილი“, – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე „აფხაზთა კრების“ ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამით კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას ამ ადამიანების გმირობის შესახებ.
გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ღონისძიება „აფხაზთა კრების“ ინიციატივით უკვე მეექვსე წელია, იმართება.
სოხუმის დაცემიდან ხვალ 26 წელი სრულდება.