უკრაინულმა ძალებმა როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს
უკრაინულმა ძალებმა დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სამი რეზერვუარი იწვის.
ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კიროვის რეგიონის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ნავთობის დეპოზეც.
რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურეს.