უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დღეს დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დღეს დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ოლენა სიმონენკომ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დღეს დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა. ეს განცხადება მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან, სიმონენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა, ხვალ ეს სოფლები დაიბრუნონ.

„დღეს ჩვენი 3 500 დასახლებული პუნქტია ოკუპირებული. ეს არის 30 პროცენტი იმ ტერიტორიისა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა სიმონენკომ.