უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 12 ადამიანი დააბრუნეს
უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 12 ადამიანი დააბრუნეს. მათ შორის ათი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირია. როგორც „სიენენი“ წერს, ხუთი მათგანი მძიმედ დაჭრილია.
მანამდე, 24 მარტს რუსულ მხარეს ხუთი დაჭრილი მებრძოლი უკრაინამაც გადასცა. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დაახლოებით 2000 ტყვე დაიბრუნა.