უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, დაშავებულია 16 ადამიანი
რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად, დილის მონაცემებით, 16 პირია დაშავებული, მათ შორის არის მცირეწლოვანიც, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს. დაშავებულთაგან ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.
პოლიციის ცნობით, დარტყმები, სავარაუდოდ, მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელდა და სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები.