უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი
რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
ასევე, იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რვა საცხოვრებელ კერძო სახლს.