უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ღამით რუსეთმა კვლავ დრონებით მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ღამით რუსეთმა კვლავ დრონებით მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

ოდესაზე ღამით რუსეთმა კვლავ დრონებით მიიტანა იერიში. წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.

ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი და ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ავრცელებენ.

ტრუხანოვმა დრონებით დარტყმას რუსეთის მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტი უწოდა.

ამასთან, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოკომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე მტრის 15-მდე დრონი გააუვნებელყვეს. დრონებით იერიშს კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ყველაზე მეტი – დონეცკის ოლქში, კურახოვოს მიმართულებაზე.