უკრაინული მხარის ცნობით, ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ათი დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს
ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ათი დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ ღამით მტრის საჰაერო თავდასხმის 17 საშუალება დააფიქსირეს.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ოდესის ოლქის მიმართულებით ყირიმიდან – „ისკანდერის“ ორი ბალისტიკური რაკეტა და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის საჰაერო სივრციდან X-59-ის ტიპის საავიაციო რაკეტა გაუშვეს. ასევე, ღამით რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ 14 დრონი გაუშვეს.
ამასთან, ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამარხში წერს, რომ ღამით საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე ორჯერ მიიტანეს იერიში საავიაციო ბომბებით. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასწავლო დაწესებულებაში და დაზიანდა პოლიკლინიკის შენობა.