უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციის პირველი ეტაპი დაიწყო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, სუმის ოლქში დერეფანთან დაკავშირებით უკრაინამ, რუსეთმა და წითელმა ჯვარმა შეთანხმებას მიაღწიეს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სუმიდან ევაკუაცია მხოლოდ პოლტავის მიმართულებით განხორციელდება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევაკუაციის კიდევ ერთ მიმართულებაზე, მარიუპოლში, შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას აგრძელებენ.