უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვინიცასთან აეროპორტი დაბომბეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვინიცასთან აეროპორტი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალები მე-11 დღეა, ცდილობენ უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას, თავს ესხმიან სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ უბნებს, ასევე აეროპორტებს.
მედიის ცნობით, ამჯერად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს აეროპორტზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვინიცასთან, სოფელ გავრიშოვკასთან ახლოს.