უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ასევე წინ წაიწიეს დალნიში, ნოვოდონეცკის მახლობლად და ტრუდოვოიში
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ქალაქ კურახოვოს წყალსაცავის მახლობლად სოფელი ილინკა დაიკავეს და და ასევე წინ წაიწიეს დალნიში, ნოვოდონეცკის მახლობლად და ტრუდოვოიში.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები შევიდნენ სოფელ რივნოპილში. რუსეთის არმიის ნაწილებმა საავიაციო და საარტილერიო იერიში მიიტანეს უკრაინის სამხედრო აეროპორტებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე რუსეთის არმიასთან 151 სამხედრო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი მიმართულებები იყო პოკროვსკისა და კურახოვოს ზონები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში იყო გამოწყობილი, რაც ომის კანონებისა დარღვევაა და სამხედრო დანაშაულად ითვლება.