უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ სააკაშვილის დაკავებაზე დადგენილება გამოაქვეყნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ სააკაშვილის დაკავებაზე დადგენილება გამოაქვეყნა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. დოკუმენტს Unian.net საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

დადგენილებაში, რომელიც კრიმინალურ პოლიციას რვა დეკემბერს გადაეცა, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ოტრადნობის გამზირზე მდებარე სახლში იმალებოდეს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახლში ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, რადგან არსებობს რისკი, რომ აუცილებელი ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულებები განადგურებულიყო.

„სავალდებულოა ჩხრეკის ჩატარება მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც უკავშირდება იმ პირების დევნას, რომლებიც დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები“, – წერია უკრაინის პროკურატურის დადგენილებაში.