უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები მოხდა

01:32, 27.07.2022

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი.

როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შეეძლოთ რუსებს უკუსვლა.

ამასთან, უკრაინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

მსგავსი