ილჰამ ალიევი – ომის შემდეგ ყარაბაღში და აღმოსავლეთ ზანგეზურში 100 ათასი ადამიანი დაბრუნდა, მათთვის საუკეთესო პირობები შევქმენით
ომის შემდეგ ყარაბაღში და აღმოსავლეთ ზანგეზურში 100 ათასი ადამიანი დაბრუნდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა იმ მცხოვრებლებთან შეხვედრისას, რომლებიც ზანგილანის რაიონის სოფელ ჯაჰანგირბეილისა და ჯაბრაილის რაიონის სოფელ სოლთანლიში გადავიდნენ.
ალიევის თქმით, ომის მოგების შემდეგ, აზერბაიჯანელი ხალხი, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს, აშენებს და ქმნის.
„44-დღიანი სამამულო ომის დროს აზერბაიჯანელი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა. ჩვენი ხალხი და მომავალი თაობები ყოველთვის იამაყებენ ამ გამარჯვებით. რადგან ჩვენ ბრძოლის ველზე სისხლის დაღვრით, აღვადგინეთ სამართლიანობა, ღირსება და დავიბრუნეთ უფლებები. ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი ყველა მოწამე. მათი ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. დარწმუნებული ვარ, მათმა ახლობლებმა იციან, რომ მათი სისხლი მიწაზე არ დარჩენილა. მათ გამო შურისძიება ბრძოლის ველზე შედგა და დღეს მათი ნათელი ხსოვნისადმი პატივისცემის უდიდესი გამოხატულება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ასეთი მშვენიერი აღორძინებაა.
სომხები ამ მიწებს 30 წლის განმავლობაში ანადგურებდნენ, ქვაც კი არ დარჩენილა მდგომარე. სულ რაღაც ექვს წელიწადში ჩვენ დაახლოებით 100 000 ადამიანი დავაბრუნეთ ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში და მათთვის საუკეთესო პირობები შევქმენით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.