„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი – ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალ თავდასხმაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება

00:49, 07.11.2026

ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის უფროსმა მრჩეველმა, ბრიგადის გენერალმა ალი ბალალიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანის თავდაცვით შესაძლებლობებზე გარე ფაქტორები გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მისი შეიარაღება ადგილობრივად არის შემუშავებული და წარმოებული.

ალი ბალალის განცხადებით, ირანის სარაკეტო ბაზებს საკმარისი მოქმედების რადიუსი გააჩნიათ იმისთვის, რომ დაარტყან სამიზნეებს ისრაელში და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტა „სპარსეთის ყურე“ (Persian Gulf) სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ რეგიონიდან ამერიკული ავიამზიდები განდევნოს.

გენერალ ბალალის განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული საპასუხო დარტყმებისას ირანულმა რაკეტებმა დაარტყეს სიონისტური რეჟიმის ვაიცმანის ინსტიტუტს, ასევე ნეგევსა და დიმონას. როგორც ბალალიმ განმარტა, რაკეტა „ფათაჰ-2“ (Fattah-2) მანევრირების უნარს ფლობს, რაც მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მის გადაჭრას შეუძლებელს ხდის.

როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მრჩეველმა აღნიშნა, ნებისმიერ შესაძლო განმეორებით აგრესიაზე ირანის პასუხი გეოგრაფიულად შეზღუდული არ იქნება. მისივე თქმით, ქვეყნის შეიარაღების მოქმედების რადიუსიდან გამომდინარე, რეგიონში არცერთი ადგილი არ იქნება უსაფრთხო ამერიკული ძალებისთვის.

მსგავსი