უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევს უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს
კიევს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია და ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ღამით მხოლოდ რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსიულ ჯგუფებთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კიევის მახლობლად ვასილკოვოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილ ნავთობბაზაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, რადგან აღნიშნულ ზონაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქალაქო ადმინისტრაციამ კიევისა და მთელი ოლქის მოსახლეობას ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის გამო ფანჯრების მჭიდროდ დახურვისკენ მოუწოდა, რადგან კვამლი და მავნე ნივთიერებები ქარმა შეიძლება დასახლებული ზონებისკენ გადაიტანოს.