უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც
კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები დარტყმების სხვადასხვა ადგილას“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
მანამდე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.