უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ალექსანდრე კუნიცკი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიქცა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ალექსანდრე კუნიცკი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიქცა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი, ალექსანდრე კუნიცკი, სავარაუდოდ, ქვეყნიდან გაიქცა.

უკრაინული მედია წერს, რომ დეპუტატი მივლინებით საზღვარგარეთ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა.

უკრაინის რადას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატი კენჭისყრაზე მთელი ოქტომბრის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

უკრაინული მედია წერს, რომ კუნიცკი მეგობრობს სახალხო დეპუტატებთან, ნიკოლაი ტიშჩენკოსა და არტემ დმიტრუკისთან, რომლებიც საზღვარგარეთ გაიქცნენ. გარდა ამისა, კუნიცკი საპატრულო პოლიციასთან მრავალი უთანხმოებითაა ცნობილი.