უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს, აფეთქებები გაისმა ხმელნიცკში, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის ჩერნიგოვში, კიევში, პოლტავაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, დნეპროპეტროვსკსა და ხარკოვში.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მტრის საჰაერო სამიზნეები არის აღმოჩენილი რეგიონის საჰაერო სივრცეში. გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა ხერსონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ შეტევას ერთდროულად ხუთი მიმართულებით კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის რაიონებში.