უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენერგოდარში რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენერგოდარში რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინული მედია სროლის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ქალაქი ენერგოდარი 4 მარტის შემდეგ რუსი სამხედროების ალყაშია.