უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვია, რის შედეგადაც, ორი უკრაინელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა
გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც, დაშავდა ორი უკრაინელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესცენტრის ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ისე ქალაქ კრასნოგოროვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
დაშავებული სამხედროები და სამოქალაქო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უკრაინის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაციის შესახებ საუბრობს. 26 მარტს სოფელ შუმასთან საოკუპაციო ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, ოთხი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.