უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლოა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხდეს
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლოა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოხდეს. სავარაუდოდ, ჰოლანდიაში ან პოლონეთში, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ სამართალდამცველ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრნდობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციის პროცედურას დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან ამისთვის სასამართლო გადაწყვეტილება უკვე არის.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური ავრცელებს ვიდეოს, სადაც პრესსამსახურის ცნობით, სააკაშვილის დაკავების კადრებია.