უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ჟივიცკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.