უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის განგაში და დარჩნენ თავშესაფრებში.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, კიევის რაიონებში. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის „ოლენიგორსკის“ აეროდრომიდან „ტუ 95“-ისა და „ტუ 22“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები აფრინდნენ.