უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ინფორმაცით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე იერიში განახორციელეს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ოთხი ბავშვია, ერთს კი, წუთებში ოპერაცია უტარდება.
„რუსული რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შენობა პრაქტიკულად განადგურდა. ადგილზე ჩვენი მამაცი მაშველები და პოლიცია მუშაობს. დაშავებულებს სამედიცინო მუშაკები ეხმარებიან“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა, არტემ ჩერნომოროვმა.