უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე იერიში განახორციელეს, დაღუპულია 11 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაჭრილია 13 ადამიანი.
ოკუპანტმა რაიონი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.
„ტრაგიკული ღამე ნიკოპოლის რაიონში, რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 13 ადამიანი. მტერმა ტერიტორია „გრადებიდან“ ორჯერ დაბომბა. გამიზნულად და მოღალატურად დაარტყა, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა“, – განაცხადა რეზნიჩენკომ.