უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ვინიციის ოლქის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლი გახსნა ვინიციის ოლქის მიმართულებით. როგორც ვინიციის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბოროზოვი იუწყება, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ცეცხლი გახსნა დასახლებული პუნქტების – ჟმერინკის და კაზატინის მიმართულებით.
„ქალაქი ჟმერინკა და კაზატინი რუსეთის დარტყმის ქვეშაა. მტერს იერიში მიაქვს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – წერს ბორიზოვი.
ბორიზოვის თქმით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიცია და სპეცსამსახურები.