უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა, არიან დაჭრილები
რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა. არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთმა დარტყმები „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით განახორციელა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. თუმცა, ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა ზღვიდან განახორციელა.