უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
როგორც ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი აცხადებს, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი ასევე ჩაირთო დონეცკის, ხარკოვის, პოლტავსკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.