უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონი ბოლო დღე-ღამეში 70-ჯერ დაბომბეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონი ბოლო დღე-ღამეში 70-ჯერ დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონი ბოლო დღე-ღამეში 70-ჯერ დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 დასახლებულ პუნქტში თავდასხმის სამიზნე 35 ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდა, მათგან 11 მთლიანად განადგურდა.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები „ცე 300“-ის ტიპის სისტემებიდან განახორციელეს.

დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, დაზიანებულია 27 ობიექტი.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების პრესმდივანი, იური იგნატი ამბობს, რომ „რუსეთმა „ისკანდერების“ ეკონომიურად გამოყენება დაიწყო და სამხედრო ქარხნები სამ ცვლაში მუშაობენ ფრთოსანი რაკეტების დანაკარგების შესავსებად და მასშტაბური დარტყმების განსახორციელებლად“.