უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის რეგიონში იზიუმის რაიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის არმიამ დასახლებული პუნქტი დაბომბა.
გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატებით და რეაქტიული სისტემებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს რეგიონზე. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 60-მდე შეტაკება მოხდა. მთლიანობაში კი რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.