უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე აეროპორტი „ჰოსტომელი“ დაიკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აეროპორტი „ჰოსტომელი“ დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ,რომ „ჰოსტომელის“ აეროპორტში 20 ერთეული KA-52-ისა და Mi-8-ას ტიპის ვერტმფრენების დესანტირება მოხდა, რა დროსაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ „ჰოსტომელში“ მტრის დესანტირების ბლოკირება ხდებოდა და უკრაინულ ძალებს მათი განადგურება დაევალა.
აღსანიშნავია, რომ „ჰოსტომელის“ აეროპორტი (იგივე „ანტონოვის“ საერთაშორისო აეროპორტი) დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.