უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია არტილერიით დაბომბეს.
დაბომბვის ადგილის მახლობლად არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის განთავსებული.
უკრაინის არმიამ ხერსონი გასული წლის ნოემბერში თითქმის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ დაიბრუნა. ქალაქის ტერიტორია ხშირად იბომბება რუსული ძალების მხრიდან, რომლებიც მდინარე დნეპრის მოპირდაპირე მხარეს არიან განლაგებული.