უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი დაიკავეს
რუსეთის ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტროსტიანეცში პირველ მარტს რუსეთის ძალების მძიმე ტექნიკის სამი კოლონა სხვადასხვა მხრიდან შევიდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ინფორმაციას ადასტურებს სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მედიის ცნობით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო გზები. შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი, არ მაუწყებლობს ტელევიზია და რადიო.