უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ძალებმა დაიკავეს ქალაქის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი. გასული ღამის განმავლობაში ხერსონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი უკრაინის პრეზიდენტს „მწვანე დერეფნის“ ორგანიზებას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გადასასვენებლად და ხერსონში პროდუქტების შესატანად. კოლიხაევი აცხადებს, რომ გარდაცვლილები და დაშავებულები არიან როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას შორის.