უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, ქალაქზე დარტყმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.

ჩაუსი ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფარებში დარჩენისკენ მოუწოდებს.