უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ კიევში დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
უსეთის ძალების მიერ კიევში კამიკაძე-დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად, არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მანამდე განაცხადა, უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, საიდანაც უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. თუმცა დარტყმა განხორციელდა შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლზე. კიდევ ერთი აფეთქება ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მოხდა.