უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ სუმის რეგიონში ხუთ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ სუმის რეგიონში ხუთ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის რეგიონზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსი სამხედროების სამიზნეები გაანადგურა.

რეგიონში 80-მდე აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ რეგიონის ხუთ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. დაზიანდა ერთი კერძო სახლი და ერთი კომუნალური შენობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსი ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 18 დასახლება დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში ღამით 11 აფეთქება მოხდა.