უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ დაბომბა ქალაქი ხარკოვი, არიან დაშავებულები
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყა ხარკოვს. ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ხარკოვის შევჩენკოვის რაიონში.
ცნობისთვის, რუსული არმია ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს თავდასხმებს ხარკოვზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.