უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი ქმნის ბურიატიის სპეციალურ ბატალიონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით დაკომპლექტდება
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი ქმნის ბურიატიის სპეციალურ ბატალიონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით დაკომპლექტდება

რუსეთი ქმნის ბურიატიის სპეციალურ ბატალიონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით დაკომპლექტდება. ჩრდილოეთკორეელები რუსეთის ფედერაციის არმიის მე-11 ცალკეული საჰაერო-მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იმსახურებენ. ამ ბატალიონის პერსონალის სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 3 000 ადამიანია. ახლა სამხედროების შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს.

დაზვერვის თანამშრომლების თქმით, აღნიშნული სპეციალური ბატალიონი, შესაძლოა, ჩართული იყოს საბრძოლო მისიებში სუჯასა და კურსკის მახლობლად, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის არმიას შორის.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ-ჰენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, თავისი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების გარკვეული კონტინგენტი უკვე იმყოფება უკრაინის მიწაზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რეალურად შეუერთდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.