უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს

რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსებმა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რეჟისორ ვიტალი მანსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი მეგობარი, არტდოქფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი დღეს კამერით ხელში მარიუპოლში მოკლეს“, – წერს ვიტალი მანსკი.

​კვედარავიჩიუსმა 2016 წელს დონბასში ომის შესახებ ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მარიუპოლოსი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.