უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელი ანდრეევკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანდრეევკაში ოკუპანტების წინააღმდეგ ოთხი ავიაიერიში განახორციელეს, განადგურებულია რუსების ოთხი პუნქტი.

„ანდრეევკა საბოლოოდ გათავისუფლებულია რუსული ოკუპაციური ძალებისგან, ისევე, როგორც ლაზოვოე, რომელიც ჩვენმა არმიამ საბოლოოდ გაათავისუფლა რუსებისგან“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.