უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით „ეს 300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს. ქალაქი სლავიანსკი 14 აპრილს დაიბომბა.