უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში რუსეთის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, არიან დაშავებულები
ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით არიან დაშავებულები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჯერ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, შემდეგ კი ჰაერში გახსნეს ცეცხლი. აქციის მონაწილეებს შორის არიან დაშავებულები, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს გადაჰყავთ საავადმყოფოებში.
ხერსონში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ აქციები ყოველდღიურად იმართება. დემონსტრაციებს ასობით ადამიანი ესწრება.