უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსი გენერალი მოკლეს
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსი გენერალი მოკლეს

ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, გენერლის მკვლელობის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.