უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტაბის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ქალაქ მაიორსკის მიმდებარედ დაირღვა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებისგან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. ამასთან, უკრაინულმა მხარემ მაიორსკის მიმდებარედ უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილება დააფიქსირა.
დონბასში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა. უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები დონბასში ცეცხლის რეჟიმის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებსა და უკრაინის საზღვრებზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობენ. რუსეთის ხელისუფლება კი, პროვოკაციებში კიევს ადანაშაულებს.