ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ, 6 სექტემბერს კიევში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ენტონი ბლინკენი კიევში ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ჩასული. მანამდე ბლინკენი უკრაინაში 2022 წლის აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.