უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

შესაბამის ინფორმაცია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. დაჭრილი უკრაინელი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 16 დარღვევა დააფიქსირდა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნას ასევე ცეცხლის გახსნით უპასუხეს.