უკრაინული მედიის ცნობით, აშშ უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, USAID-სა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 9.9 მილიარდი აშშ დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკის „სახელმწიფო ხარჯები ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამტკიცებისთვის“ (PEACE) მექანიზმის მეშვეობით გამოიყოფა.
აშშ დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგოსისტემის დასახმარებლად. ამ თანხით უზრუნველყოფენ სკოლების მუშაობას, საავადმყოფოებისთვის გენერატორების შეძენასა და თავშესაფრებში გათბობის მოწესრიგებას.
გასულ წელს აშშ-მ უკრაინას ამავე მიზნით 270 მილიონი დოლარი გამოუყო.
24 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას ორი მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.