უკრაინული მედია - ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნამდე სამხედრო-სამედიცინო კომისია გაიარა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადდა
უკრაინული მედია - ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნამდე სამხედრო-სამედიცინო კომისია გაიარა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადდა

გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნამდე სამხედრო-სამედიცინო კომისია გაიარა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მთავარსარდალმა სამხედრო-სამედიცინო კომისია ჯერ კიდევ ზამთარში გაიარა, თებერვალში კი დაწერა მოხსენება სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ზალუჟნი თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში გადავიდა. თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა არ შესთავაზა რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა, რომელიც ადეკვატურია ზალუჟნის მომზადებისა და გამოცდილების დონისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ შესთავაზა. ამის შემდეგ ზალუჟნიმ გადაწყვიტა სამხედრო სამსახურიდან გადადგომა“, – წერს უკრაინული მედია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზალუჟნიმ თავად აირჩია დიპლომატიური მიმართულება.